ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს COVID19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ

უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული, COVID19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები გადასცეს.

„ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის – სურდოთარგმანიანი ვიდეო ფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები.
„ახალგაზრული ცენტრისა” და ქუთაისის მერიის მიერ, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს უკვე დაურიგათ აღნიშნული მასალები. ვიდეო ფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც.
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები , ამ პროექტის ფარგლებში , მთელს იმერეთში მიიღებენ COVID 19 თან დაკავშირებულ ადაპტირებულ აუდიო და ვიდეო ფაილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად