ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აპროტესტებენ

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლს რუსი მსახიობები გამართავდნენ, სოციალური სქელის მეშვეობით საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

ადგილობრივებს 7 საათზე შეკრებისკენ სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოპუპანტიას“დამფუძნებელმა, ნიკა დეისაძემ მოუწოდა, რასაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.

მოსკოვის თეატრის ქალაქში ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ეს სახალხო დიპლომატიის ნაწილია.

„ისევე, როგორც სხვა ბევრ ქალაქთან, მოსკოვის თეატრთან ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული. ჩვენ მოვიწვიეთ, როგორც კულტურული რუსეთი, რომელსაც არ ვებრძვით, ისევე როგორც არ გვაქვს პრობლემა ტურისტულ თუ სპორტულ რუსეთთან. ისინი აქ გამართავენ სპექტაკლებს, თუმცა იციან, რომ ჩვენ მოსკოვში არ ჩავალთ. ამ პროცესში არც ერთი სახელმწიფო უწყება ჩართული არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს სახალხო დიპლომატიის ნაწილია“,-განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა Ipress-თან საუბრისას.

დღეს, მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს “ნიკიტკის კარიბჭესთან” უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, “არ დამივიწყო”. ( Незабудки). ხვალ კი, სპექტაკს “ჩვენი ეზოს სიღერები“. სპექტაკლი 19:00 საათზეა დაანონსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად