ქუთაისში მეთევზე, რომელიც რიონის ადიდების გამო ნაპირზე ვერ გამოდიოდა, მაშველებმა გადაარჩინეს

ქუთაისში, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა, რის შედეგადაც რიონში სათევზაოდ შესული მამაკაცი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.,”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...