ქუთაისში, მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ქალი გარდაიცვალა

65 წლის ქალი ხუნდაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გამოვარდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უცნობია მომხდარია სხვა დეტალები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად