ქუთაისში, მე-5 კლასელი ორი გოგონა, სავარაუდოდ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

გავრცელებულ ინფორმაციას ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ სკოლის დირექტორი გამოეხმაურა. მურად ჯიშკარიანი მოსწავლის მიერ თანაკლასელის კიბიდან დაგორების ფაქტს არ ადასტურებს.

“ფაქტი მოხდა მე-5 კლასელ ორ გოგონას შორის. ჩემი ინფორმაციით შემთხვევით ერთმანეთს კიბეზე დაეჯახნენ. ერთი წაიქცა გადავიყვანეთ საავადმყოფოში, თუმცა არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“,- განაცხადა N2 საჯარო სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად