ქუთაისში მახვილაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მახვილაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

მახვილაძის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – იცვლება გზის საფარი, კეთდება ღვარსადენი სისტემა, ბორდიურები და ფეხით სავალი ნაწილი.
„ მნიშვნელოვანია, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, საგანგებო ღონისძიებების გატარების პარალელურად, არ შეწყდეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ამ რთულ დღეებს დავძლევთ და ყველა იმ ქუჩის თუ სკვერის გაკეთებას შევძლებთ, რაც დაგეგმილი გვქონდა“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
მახვილაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს. მისი ღირებულება 910 ათასი ლარია და მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად