ქუთაისში მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები.

„ საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში , ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება. “- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა

​ მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 911000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს და ორ კვირაში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად