ქუთაისში, “მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარი , საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბინაზე მიიღებს საკვებ პროდუქტებს

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის „მადლიერების სახლის“ სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, გადაწყდა, რომ მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ.

სასურსათე ამანთების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები.

„ მადლიერების სახლის“ 800 ბენეფიციარი , საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბინაზე მიიღებს საკვებ პროდუქტებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში მათთვის ძნელი გახდა უფასო სასადილოებამდე მისვლა. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლებში მივუტანოთ“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ბენეფიციართა შორის არიან ისეთებიც ( 60-მდე ადამიანი), რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ სადილების შინ მომზადება. მათთვის „მადლიერების სახლის“ სამზარულოში ისევ მომზადდება სადილი და გამზადებულ კერძებს სახლებში მიუტანენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად