ქუთაისში ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

სკვერში გაკეთდა მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები.

ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი.
სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შესრულა და 138787 ლარი დაიხარჯა.
2020 წელს ქუთაისში სულ 10 სკვერი გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად