ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 22-ე პაციენტი გარდაიცვალა

გარდაცვლილია 77 წლის ქალი, რომელიც კლინიკა „ბომონდში“ იყო მოთავსებული.

„კორონავირუსით ინფიცირებული 77 ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდკლინიკაში გადიოდა. ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა „კლინიკა ბომონდი“-ს კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად