ქუთაისში კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი განიკურნა ჩვილი 4 დღის იყო, როდესაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
მას კლინიკა ,,ბომონდში” 11 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამჟამად 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დედასთან ერთად, სახლიდან ხუთი დღის წინ შეიყვანა.
ახალშობილი დედის კონტაქტს წარმოადგენდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 4 ჩვილია მოთავსებული.
მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი.