ქუთაისში კონფერენცია „COVID-19 საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორ ქალაქებში და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება“ გაიმართა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია „COVID-19 საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორ ქალაქებში და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება“ გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა პარტნიორმა ქალაქებმა- სომბათჰეიმ, სუმიმ, კაუნასმა, პოზნანმა, უნგენმა, ტარტუმ, იაშიმ, დნეპრომ, ხარკოვმა, ვალკამ და ვალგამ მიიღეს. ქუთაისის მერია კონფერენციაზე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ წარადგინეს.

კონფერენციის მოდერატორობა საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ გასწია. „ონლაინ კონფერენციის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი პარტნიორი ქალაქებისათვის გაგვეზიარებინა COVID-19-თან ბრძოლის ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ქალაქმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამედიცინო სექტორის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით. ასევე ერთ-ერთი ამოცანა იყო გამოგვყენებინა აღნიშნული პლატფორმა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეხდინა საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილის პოზიციონირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის“, – განაცხადა პეტრე ადამაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად