მამაკაცი ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ ხობიდან დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ის კი 27 ნოემბერს საავადმყოფოს უკანა კარიდან გაიპარა.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს მედიკოსები აკვირდებოდნენ და მისი გაწერა მომდევნო დღისთვის იგეგმებოდა.
ამ ეტაპზე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცველები. პაციენტს მეხსიერების პრობლემა აქვს.