ქუთაისში კლინიკა ,,ბომონდში” კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა

36 კვირის ორსული ქალბატონისთვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი, რომელიც სამეგრელოს მკვიდრია, სტაციონარს დღეს დატოვებს.

­ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში
12 ორსული რჩება და ორი მელოგინე განაგრძობს მკურნალობის კურსს.

ჯამში კი სამედიცინო დაწესებულის სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 94 პაციენტია მოთავსებული.

რამდენიმე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, მძიმედ აფასებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად