ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ Covid19-ის დიაგნოზით 5 ჩვილს მკურნალობენ

ჩვილებიდან ყველაზე მცირე ასაკის 7 დღის, ხოლო ყველაზე უფროსი ერთი თვის არის. ინფიცირებული ჩვილების ნაწილი კლინიკაში საცხოვრებელი სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან შეიყვანეს. ამ დროისათვის ინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

კოვიდცენტრში მიიღეს ახალი პაციენტებიც. პაციენტებს შორის ორი, 93 და 95 წლის მამაკაცები არიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისათვის კლინიკაში 129 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება. საერთო ჯამში კი ვირუსი 400-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად