ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ Covid19-ის დიაგნოზით 125 პაციენტი მკურნალობს

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, 24 საათის განმავლობაში კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის 7 ორსული და მელოგინეა. გამოჯანმრთელებულებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

კოვიდცენტრში დღეს კიდევ 4 ორსულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შემოყვანის მომენტისთვის ორსულებს მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ.

კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისათვის 35 ორსული და მელოგინე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯამში კლინიკაში 125 პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებას დღეს კიდევ 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია ამ დრომდე 400-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად