ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ 18 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს

ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა ბომონდის კოვიდ ცენტრში 7 ახალი პაციენტი მოთავსდა და ჯამში დღეის მონაცემებით მკურნალობის კურსს 46 ადამიანი გადის.

კლინიკური მენეჯერის განმარტებით საავადმყოფოში მძიმედ 2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.მამია ყიფიანის თქმით კლინიკა ამ ეტაზე მცირეწლოვან ბავშვებს არ ემსახურება,თუმცა ეპიდ ვითარების გაუარების გამო 1 აგვისტოდან არასრულწლოვანთა მიღება კვლავ იგეგმება.რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურს,კლინიკაში 99 პაციენტი მკურნალობს,მათგან 18 ბავშვია.საავადმყოფოში 6 ადგილია თავისუფალი.

კომენტარები
იტვირთება...