ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში Covid-19 კიდევ ერთმა ჩვილმა დაამარცხა

კლინიკის დასატოვებლად ერთი თვის პაციენტი ემზადება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტის შემდეგ, 12 დღის წინ შემოიყვანეს.

ჯამში კლინიკის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში სამი ჩვილია მოთავსებული. აქედან ერთი 23 დღის, ხოლო მეორე ორი კვირის ასაკის არის.

„ხვალ ერთ გამოჯანმრთელებულს გავწერთ, რის შემდეგაც კოვიდცენტრში ორი პაციენტი გვრჩება. ერთი ზუგდიდიდან, ხოლო მეორე ზესტაფონიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში მოთავსების მიზეზი კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს მკურნალი ექიმი ნათია ხაჩიძე.

17 ორსული და მელოგინე რჩება კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდცენტრში 2 ახალშობილი დაიბადა.

„2 ორსული სხვა კლინიკიდან მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც ტემპერატურა დაუფიქსირდათ. გვაქვს გამოჯანმრთელების შემთხვევებიც. კორონავირუსი დაამარცხა ორსულმა, რომელსაც ფილტვის ქსოვილის 64 პროცენტიანი დაზიანება ჰქონდა“, – ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში 13 სექტემბრიდან დღემდე 700-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად