ქუთაისში კლინიკა ,,,ბომონდის” კოვიდცენტრი ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე კოვიდდადებითი 70 პაციენტი მკურნალობს.

,,კლინიკიდან გაეწერა 4 ზრდასრული, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით საკარანტინე სივრცეში უსიმპტომოდ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 70 პაციენტი რჩება. აქედან 8 ბაშვი და 4 ორსულია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები. კვლავ ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალ ნაკადს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად