ქუთაისში ხარაზოვის სკვერში პროგრამირებადი შადრევანი მოეწყობა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი სოლომონ პირველის ქუჩა #53-ის მიმდებარედ, ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის სახელმწიფო შესყიდვაზე. პროექტის მიზანია არსებული ამორტიზირებული შადრევნის ადგილზე ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დასასვენებლ-გასართობი კომპლექსის მოწყობა.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯორჯიან პლასტიკმა“ . პროექტზე მუშაობა მარტის ბოლოს უნდა დაწყებულიყო , თუმცა, კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ყველა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები დროებით შეჩერდა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი გახდა „ხარაზოვის ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. სამუშაოები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს 354589 ლარს, აგვისტოში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად