ქუთაისში “გვირილობის” დღესთან დაკავშირებით 2 და 3 მაისს ცენტრალური უბნის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ქუთაისში „გვირილობის“ დღის მასშტაბურად აღნიშვნის გამო 2 და 3 მაისს ცენტრალური უბნის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

გთავაზობთ განრიგს:

2 მაისი-ცისფერყანწელთა ქუჩა ფალიაშვილის ქუჩის „ბავშვთა სამყაროს“ მონაკვეთამდე. თამარ მეფის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩის ასახვევიდან ცენრალურ მოედნამდე. ჩაიკეტება ასევე თბილისის ქუჩის ასახვევი აღმაშენებლის მოედნიდან. ავტომანქანებმა უნდა იმოძრაონ თეატრის უკანა ქუჩიდან „ბავშვათა სამყაროს“ მიმართულებით. ასევე გადაიკეტება რუსთაველის ქუჩა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმამდე. აღნიშნულ მონაკვეთებზე იმოძრავებს მხოლოდ მიკროავტობუსები.

3 მაისი- აღმაშენებლის მოედანზე დაიკეტება ყველა შესასვლელი. საღამოს 6 საათის შემდეგ შეწყდება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. ასევე მთელი დღე გადაიკეტება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ცისფერყანწელთა ქუჩის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად