ქუთაისში “გვირილობა 2019” აღნიშნავენ

ქუთაისში “გვირილობის” აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო.ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსანთა ახალი წევრები აკურთხეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გვირგვინებით, ტრადიციულად პატივი მიაგეს სამი ოთარის ძეგლებს.
სასტუმრო “ბაგრატი 1003”, – ში ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის მიღება დაიწყო.

მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის ქუჩებში დაგეგმილია, ყვავილების, ადგილობრივი წარმოების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცენტრალური ბაღში, კოლონების მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის დღესასწაული ოფიციალურად გახსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მომავლის თეატრის “ცისფერყანწელები”-ს პერფორმანსი- “ისწავლე თავისუფლება”.

დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ. ქალაქში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე პავილიონი, სადაც ქუთაისის ისტორია გაცოცხლდება და ასევე წარმოაჩენს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქალაქში უნდა განხორციელდეს.

დღის ბოლოს კი ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად