ქუთაისში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალაგაზრდული ფრთის ორგანიზებით ველოგარბენი და გარბენი მოეწყო ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაესწრო.

,,29 სექტემბერს, მთელ მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქუთაისში, ამ დღის აღსანიშნავად, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით , მოეწყო ველო-გარბენა და სამოყვარულო შეჯიბრი ჭადრაკში. ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული აქტივობები გულის დაავადებათა პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩატარდა ეს სპორტული ღონისძიებები და მის მონაწილეებს გულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც მივაწოდეთ“- განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ. ველო-გარბენი და საჭადრაკო ტურნირი კორონივირუსთან ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად