ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე, გზის საფარის რეაბილიტაციის გამო, ორი დღით ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება

29 ივლისს, დილის 08:00 სთ-დან, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვა 30 ივლისის საღამომდე იმოქმედებს.

მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან გუგუნავას ქუჩის გავლით, სულხან-საბას ქუჩამდე შეძლებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა სატვირთო ავტომობილებზე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად