ქუთაისში, გუბერნიის შენობის წინ მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საპროტესტო აქციას მართავს

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმები მოიპარა.

“ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოპარა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს”-განაცხადა “მოძრაობა ძალა ერთობაშია”-ს წევრმა გიგა შუშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად