ქუთაისში გოგი წულაიას მხარდასაჭერი და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

დაკავებული პოლიტიკოსის მეგობრები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, წულაია პოლიტიკური პატიმარია და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გასულ თვეში დააკავეს. მას ძალადობას ედავებიან.

აქციის მონაწილეებმა ასევე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს. „უნდა აიკრძალოს დიდი და დამანგრეველი ჰესები“, – განაცხადეს ადგილზე შეკრებილებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...