ქუთაისში გიდებმა ფერადი ქოლგების აქცია გამართეს

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ქოლგებით ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მათ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

“ეს ერთგვარი სოლიდარობის აქციაა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთაც პანდემიის დროს მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდათ. ფერადი ქოლგებით გიდები შევიკრიბეთ. ვითხოვთ ეტაპობრივად აღდგეს ფრენები, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა”,  –  განაცხადა “აიპრესსთან” საუბრისას აქციის მონაწილემ ცირა ხაბურძანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად