ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, 130-ივე საარჩევნო უბანი წესების სრული დაცვით გაიხსნა. ასევე გახსნილია 7 სპეცუბანი, მათ შორის ერთი ციხეში.
ქალაქში სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შეგახსენებთ, ქუთაისში დღეს საპარლამენტოსთან ერთად მერის არჩევნების მე-2 ტური იმართება.