ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებს კვერცხები და ცოცხალი ქათმები ესროლეს

ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც კიკვიძის ბაღიდან დაიწყო, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა კვერცხები და ცოცხალი ქათმები ისროლეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია იქნება.
„ჩვენ ვმართავთ მშვიდობიან მანიფესტაციას. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილის მობილიზებას ვახდენთ, მაგრამ ასევე იქნებიან მოქალაქეები, საკუთარი ნებით. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს პროპორციული არჩევნები. სიმბოლურია ეს მსვლელობაც, რადგან ახლა საზოგადოება გზას ზუსტად კიკვიძიდან აღმაშენებლამდე გადის”,-განაცხადა Ipress-თან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ.

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად