ქუთაისში ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი გაფართოვდა

“კლინიკა ბომონდში” კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებული ოქროს ბირჟის 5 დასაქმებული შეიყვანეს.

კლინიკის სტაციონარში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 79 პაციენტი მკურნალობს.

“კრიტიკულად მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთებაზე 4 ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად