ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

 ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ცენტრალური ქუჩები.

პრობლემები შეიქმნა ქალაქის რამდენიმე გარეუბანში. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა.

“პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრეების გაწმენდა, მაგრამ იმდენად უხვი ნალექია რომ მილები ვერ ასწრებს გატარებას. ამას ფაქტობრივად სტიქია ქვია .

წვიმის გადაღებიდან 5 წუთში არსად არ დგას წყალი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვარსადენი მუშაობს, უბრალოდ ვერ ატარებს ამ მოცულობის წყალს.”, – განაცხადა  “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელმა კოტე ჯავახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად