ქუთაისში, “ბომონდის” ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორის იყო ორსული ქალბატონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანა. 33 კვირის ორსული ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან 8 წლის შვილთან ერთად, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. ის გუდაურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, საკარანტინე ზონიდან კი სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკის ცხელების ცენტრში შემოიყვანა.

პაციენტისათვის ჩატარებულმა კვლევამ ვირუსის არსებობა არ დაადასტურა. ორსული ქალბატონი ამ დროისათვის ბინაზე, თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაეწერა.

ამ დროისათვის ცხელების ცენტრში საკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად