ქუთაისში, ბინაში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 21 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
ფაქტი “აიპრესს” შსს_ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტექნიკის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად