ქუთაისში, ბაგა-ბაღში, სასწავლო პროცესის დროს ქვეწარმავალი შეამჩნიეს

ქუთაისში მე-17-ე ბაგა-ბაღში, სასწავლო პროცესის დროს ქვეწარმავალი შეამჩნიეს. აღნიშნულის შესახებ ბაღის თანამშრომელმა ადმინისტრაციას აცნობა.

ქვეწარმავლის აღმოჩენის შემდეგ ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ქუთაისის მერიის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მე-17-ე ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ბაღის აღსაზრდელებს კი საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე ინფორმაციით, ბაღთან ახლოს მდებარე მდინარე ოღასყურას დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ქვეწარმავლების გააქტიურება.

ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ვიდრე არ დადასტურდება რომ ბაღის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენის საფრთხე აღარ არსებობს, სასწავლო პროცესი არ განახლდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად