ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი დაზარალდა. ერთი-ერთი მერსედესის მარკის ავტომობილი ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები “აიპრესთან” ამბობენ, ძლიერი შეჯახების ხმა გაიგონეს. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

“კიდევ კარგი კომენდანტის საათის გამო გარეთ არავინ იდგა, თორემ ვინ იცის რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა” – განაცხადა შემთხვევის ადგილას ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ,,აიპრესი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად