ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც აიპრესს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად