როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,აიპრესს” განუცხადეს ავარია ავტომშენებლის გამზირზე მოხდა.
ქალი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა ბენზინმზიდ სატვირთოს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.