ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „აიპრესს” განუცხადეს შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. რის შედეგადაც 21 წლის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...