ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მათ სხეულის 75-დან 30-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

“შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანი იყო და ის გადაყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული”-განაცხადა გიორგი აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად