ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეტაკა, რომელიც ქუჩას არასათანადო ადგილას კვეთდა.

აღსანიშნავია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე, იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ზებრა გადასასვლელი არ არის და მოქალაქეები ქუჩაზე თვითნებურად გადადიან. ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. როგორც შსს-ში „აიპრესს” განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად