ქუთაისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურსიას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი.

ადგილზე სასწრაფო და პატრული ეკიპაჟები იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძმიეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად