ქუთაისში ასსაფეხურიან კიბეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე – ტენდერი შედგა.

ტენდერით გამოვლენილმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, ყველა ეტაპის გავლისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულება.

ასსაფეხურიანი კიბის საპროექტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად