დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის შენობაში შესვლა სცადეს.
რამდენიმე აქტივისტი მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
როგორც შსს-ში ,,აიპრესს” განუცხადეს დაკავებულია 6 პირი. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა.