ქუთაისში აქციის მონაწილეები მერიასთან მივიდნენ, მას მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” შეუერთდა

აქციის მონაწილეები მსვლელობით ქალაქის მერიასთან შენობასთან მივიდნენ. ისინი ამ წუთებში განცხადებებს აკეთებენ.

აქციას შეურთდა მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”.

“ჩვენ ყველა ერთობით შევძლებთ რეალობა შევცვალოთ, ამიტომ ვართ დღეს აქ” – განაცხადა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წარმომადგენელმა ია იაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად