სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად მოინახულა.
აღმაშენებლის ქუჩის# 125-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სკვერის მოსაწყობად 139 ათასი ლარია ქუთაისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი. სკვერში მოეწყობა გამწვანების ზოლი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა.
„აღმაშენებლის გამზირი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ინტენსიური საავტომობილო მოძრაობით და აქ მსგავსი სარეკრეაციო ზონების შექმნა მნიშვნელოვანია. ამ უბნის მაცხოვრებლეთათვის ახალი სკვერი კარგი საჩუქარი იქნება“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ასრულებს და დეკემბრის ბოლოს დამთავრდება.