ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი ახალი, თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა

ქუთაისში, აღმაშენებლის  გამზირზე პალმების ხეივანი ახალი, თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა. სამუშაოები ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისმა" განახორციელა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ძველი დაზიანებული სანათები ახალი, 50 ვატიანი ე.წ. LED ტიპის მწვანე ფერის სანათებით შეიცვალა.

სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯამში 300-მდე ახალი ნათურა  დამონტაჟდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...