ქუთაისში ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ

მათ ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება .აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა კანონი ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.

„მოვითხოვ, რომ ყველა პატიმარს შეეხოს სასჯელის შემსუბუქება ერთი მეოთხედით მაინც. მყავს პატიმარი შვილი, 22 წლის ბიჭი, რომელიც ამ კანონს დიდი სიხარულით ელოდებოდა. კანონი შეეხო ისეთ მუხლებს, რომელიც არ არის მძიმე. ჩემს შვილს მისჯილი აქვს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მას ამნისტია არ შეეხო, რასაც ვაპროტესტებ“, – აცხადებს ხატია მდივანი, ერთ-ერთი პატიმრის დედა.

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათამდე პატიმარმა ამნისტიის კანონპროექტის გადახედვისა და გაცილებით ფართო მასშტაბიანი ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად