ქუთაისში 70-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,ქუთაისში სასტუმრო ,,მთის ბროლსა” და ,,ზესხოში შესახლებულ ლტოლვილებს შეხვდა.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით ორივე შენობა ნგრევადია.
 
მინისტრის განცხადებით ქუთაისში დევნილებისთვის 16 და 25 სართულუანი კორპუსები შენდება, რის შედეგადაც ქალაქში ყველა დევნილი ბინით დაკმაყოფილდება.
 
მინისტრის განცხადებით 70-მდე ოჯახს, რამდენიმე დღეში, მენაშენეების მიერ გამოსყიდულ ბინებში შეასახლებენ.
 
შეგახსენებთ რომ სასტუმრო ,,მთის ბროლში” რომლის შენობაც ავარიულია აფხაზეთიდან დევნილები თითქმის 28 წელია ცხოვრობენ.
 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად