ქუთაისში 5 საეჭვო პაციენტს Covid19 არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მატარებელი არც ერთი მათგანი არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას “ლჯ და კომპანია” ავრცელებს. კლინიკაში ანალიზების პასუხები საღამოს მიიღეს.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ადგილზე ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი, ისინი საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში არიან განაწილებულნი. მათ აუღებენ ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გადაგზავნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად