ქუთაისში 3 დღის განმავლობაში 2 სასაფლაო გაქურდეს

„მესაფლავემ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ საოჯახო სასაფლაოზე აღარ იდგა გარდაცვლილის ბიუსტი, დავუკავშირდით მისი ოჯახის წევრებს, მათ ფაქტი დაადასტურეს და როგორც ვიცით მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა დღეს დილითაც, ამ შემთხვევაშიც ბიუსტი მოიპარეს“-განუცხადეს აიპრესს შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ში .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი გამოძიება სსსკ-ის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად